დღეს - 16 იან
სტანდარტი
კონსულტანტ-ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@aqualine.ge
კომპანია “აკვალაინი” 2006 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. პროფესიონალი თანამშრომლებისა და მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებით, კომპანია სთავაზობს თავის მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საცურაო აუზების, SPA ზონების პროექტირება/მოწყობას; დანადგარების, აქსესუარების, მოსაპირკეთებელი მასალების, ქიმიკატების იმპორტსა და რეალიზაციას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://aqualine.ge/
კომპანია “აკვალაინი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი/გრაფიკი: სრული, არასტანდარტული (მცოცავი ცვლა) - 10:00 – 19:00 - კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სთ.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ასი ათასი მოწამის 1
ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა, მათი საჭიროებების დადგენა და კონსულტაციის გაწევა;
- არსებული პროდუქციის პარამეტრებისა და ფასის ზედმიწევნით ცოდნა;
- მომხმარებლებისთვის აქციისა და სპეციალური შემოთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება;
- შემსყიდველი იურიდიული პირის შემთხვევაში ს/ზ და ა/ფ ატვირთვა rs.ge
- საჭიროებისამებრ ახალი კონტრაგენტის დამატება პროგრამაში სრული ინფორმაციის მითითებით;
- საწყობიდან საქონლის მიღება და მომხმარებლისთვის გადაცემა;
- სექციაში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლი, ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღება და საწყობის ტერიტორიაზე გატანის უზრუნველყოფა;
- ფასმაჩვენებლების კონტროლი/ამძვრალი ან გამქრალი ფასმაჩვენებლის ახლით ჩანაცვლება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
მოთხოვნები:
- განათლება - პროფესიული/უმაღლესი;
- გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის გამართულად მეტყველების უნარი;
- რუსული ანდა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული და პასუხმგებლიანი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარის მქონე.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი;
- კორპორატიული ნომერი და სასაუბრო ლიმიტი;
- თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის გადახდა;
- კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღით (DayOff) სარგებლობის შესაძლებლობა;
- მზარდი ბიზნესი;
- სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა;
- პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@aqualine.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ბეჭდვითი სახით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 122
უნიკალური ნახვები 113