შემდეგი
18 დეკ - 16 იან
მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@digitalbus.ge
Digital Bus Academy აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ:
Digital Bus Academy წარმოადგენს არაფორმალური განათლების ცენტრს, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მათი კრიტიკული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას, პოტენციალის სრულ გამოვლენასა და პროფესიულ წინსვლას. კურსები ეფუძნება ძლიერ თეორიულ საფუძველს და უზრუნველყოფს ისეთი ინსტრუმენტების შეთავაზებას, რომლებიც გრძელვადიან წარმატებას უწყობს ხელს. ჩვენი აკადემიის მისიაა - გამოვასწოროთ განათლება.
პოზიციის მიმოხილვა:
ვეძებთ მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერს, რომელიც სრულ განაკვეთზე შემოუერთდება ჩვენს მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. თქვენ იმუშავებთ სხვადასხვა საინტერესო პროექტებზე და შეიტანთ მნიშვნელოვან წვლილს ბრენდის ცნობადობის ამაღლებასა და პროდუქტის განვითარებაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნების გათვალისწინებით;
- კომპანიის მარკეტინგული საკომუნიკაციო სტილის ფორმირება, პროდუქტების, სამიზნე აუდიტორიისა და ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით;
- სოციალური მედიის და სხვა ციფრული არხების მართვა, მათ შორის კონტენტის შექმნა და მონიტორინგი;
- ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი პროდუქტის ხარისხის გასაუმჯობესებლად;
- თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან ბიზნესის განვითარების მიზნით;
- სარეკლამო, საკომუნიკაციო, სტუდენტთა მოზიდვისა და მხარდაჭერის კამპანიებისა და პროექტების მენეჯმენტი;
- მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობის გასაზომად;
- მარკეტინგული აქტივობების კალენდრის მენეჯმენტი.
მოთხოვნები:
- მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
- ციფრული მარკეტინგისა და SEO სტანდარტების ცოდნა;
- მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სოც. მედია და ციფრული კონტენტის შექმნაში მუშაობის გამოცდილება;
- კრეატიული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარები;
- მონაცემთა ანალიზის და ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Facebook Ads Manager, Business Suite, Google Ads, Google Analytics).
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ჰიბრიდულ სამუშაო ფორმატს;
- საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ მისამართზე: info@digitalbus.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მარკეტინგისა და კომუნიკაციების მენეჯერი".
მარკეტინგი, რეკლამა, PR
საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები,
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 60
უნიკალური ნახვები 55