18 დეკ - 16 იან
საწყობის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი (ორი დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა)

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
  • გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
  • საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • რუსული ენის ცოდნა აუცილებელია

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.mchedlishvili@morelli.ge "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 52