შემდეგი
19 დეკ - 17 იან
ბიზნესპრესნიუსის ადმინისტრატორ-ჟურნალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
„პალიტრა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია “ნიუსრუმი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნესპრესნიუსის ადმინისტრატორ-ჟურნალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვებ-გვერდის ადმინისტრირება;
- ვებ-გვერდისთვის საინტერესო მასალების მომზადება, ვებ-გვერდზე განთავსება და ფეისბუქით გავრცელება;
- ვებ-გვერდის განვითარებაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ჟურნალისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ონლაინ მედიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
- სასურველია ვებ-გვერდის ადმინისტრირების და სტატიების წერის მიმართულებით გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებული;
- კომუნიკაბელური;
- ტექნიკური პროგრამების ადვილად ათვისების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სამშაბათი-პარასკევი 16:00-დან 00:00-მდე, შაბათი 10:00-დან 18:00-მდე.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 21 დეკემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
ხელოვნება/მედია
ჟურნალისტი
ნახვები 14
უნიკალური ნახვები 14