19 დეკ - 17 იან
სტარტი
ზარალების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@benefits.ge
სს “რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების ანაზღაურების ჯგუფში, ზარალების მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებით ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: https://www.benefits.ge/
მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - ხუთშაბათი 9:30 – 18:30 , პარასკევი 9:30 – 17:30
ძირითადი მოვალეობები:
- ზარალზე შესაბამისი რეაგირება მორიგეობის პერიოდში;
- განაცხადის შევსების უზრუნველყოფა;
- ზარალზე ყველა საჭირო დოკუმენტაციის მოძიება/შეგროვება;
- ზარალის შეფასების გადამოწმება;
- ზარალის დარეგულირება;
- კლიენტის ინფორმირება ზარალის დარეგულირების პროცედურებსა და ვადებთან დაკავშირებით;
- კლიენტთან ზარალის ანაზღაურების პროცესში სწორი მოლოდინების შექმნა ხელშეკრულების ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სავალდებულოა სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია და სულ მცირე მართვის ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office)
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოლაპარაკების უნარი;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 29