19 დეკ - 17 იან
სტანდარტი
სასაწყობე მეურნეობის უფროსი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მეურნეობის უფროსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობე მეურნეობის მართვა;
- წლის სამოქმედო გეგმის შედგენა;
- დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, სწორი კოორდინაცია, სამუშაო გეგმის მიცემა, სამსახურის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
- საწყობის თანამშრომელთა მუშაობის ანალიზი;
- სასაწყობე სივრცის მოწყობა და დასაწყობების სტანდარტების შემუშავება;
- სამუშაო პროცესების დახვეწის მიზნით, საკუთარი შეხედულებების წარდგენა ხელმძრვანელ პირებთან;
- ტვირთების წინასწარი დასაწყობების დაგეგმვა;
- საწყობებიდან ყოველდღიურად მიღებული ინფორმაციის ანალიზი ნაშთების შესახებ და მარაგების მართვა;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და კონტროლი;
- დაქვემდებარებული სამსახურის კადრების მოძიებასა და გადამზადებაში აქტიური მონაწილეობა;
- რეკომენდაციის მიცემა მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;
- წარმოებასთან შეთანხმებული და კოორდინირებული ყოველდღიური მუშაობა, წინასწარ საჭირო ნედლეულის შეკვეთების დაგეგმვასთან დაკავშირებით;
- სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- მოქნილობა;
- ლიდერობა;
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კვება.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაშ, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 17 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 47
უნიკალური ნახვები 42