20 დეკ - 18 იან
დასუფთავების თანამშრომელი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, გუდაური
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598261612
Marco Polo Hotel Gudauri 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.
123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი „სოლიკო“, ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს დასუფთავების თანამშრომლების ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: გუდაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი (კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ფუნქცია-მოვალეობები (დასუფთავების თანამშრომელი სასტუმროს ოთახების მიმართულებით):
  • სასტუმროს ოთახების დასუფთავება კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ინვენტართან დაკავშირებული ინსტრუქციების შესაბამისად
  • სასტუმროს სტანდარტებით ხელმძღვანელობა მუშაობის პროცესში, მათ შორის დასუფთავების წესების გათვალისწინება ოთახების ინტერიერის კუთხით: ავეჯისა და იატაკის, თეთრეულის, სააბაზანოს და სხვა სივრცეების დასუფთავების წესები
  • დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

ფუნქცია-მოვალეობები (დასუფთავების თანამშრომელი სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების მიმართულებით):
  • სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და ინვენტართან დაკავშირებული ინსტრუქციების შესაბამისად
  • სასტუმროს ლობის, დერეფნების, საპირფარეშოებისა და სხვა საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება დეპარტამენტში დანერგილი რეგულაციების შესაბამისად
  • დეპარტამენტის საოპერაციო პროცედურების (მათ შორის დაკარგული და ნაპოვნი ნივთების რეგულაციების) ზედმიწევნითი დაცვა
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების (მათ შორის სახანძრო უსაფრთხოების) და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა

მოთხოვნები და უნარები:
  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@mphospitality.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598261612.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Marco Polo Group Hospitality-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19