20 დეკ - 18 იან
სტარტი
საწყობის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@gtcgroup.ge
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი # 122
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (40 საათი)
ანაზღაურება: 1500
ფუნქცია-მოვალეობები:
- საბუღალტრო სასაწყობე პროგრამაში საოპერაციო ნაწილის შესრულება;
- საოპერაციო მენეჯერის მიერ დღის დავალებების შესრულება;
- ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და შეუსაბამობების აღრიცხვა;
- ფიზიკური ნაშთების შედარება;
- CRM პროგრამაში მიმდინარე დავალებების შესრულება და ვადების კოტროლი;
- კლიენტისგან მიღებული დანაკლისების და დაზიანებული პროდუქციის აღწერა;
- აღნიშნულის დოკუმენტირება და მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის
უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
ნახვები 69
უნიკალური ნახვები 67