20 დეკ - 10 იან
ფოტოგრაფი/ვიდეოგრაფი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას ფოტოგრაფი/ვიდეოგრაფის პოზიციაზე.
ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით. შეთავსებით მუშაობა ან/და მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების, გადაცემების, საგამოძიებო და დოკუმენტური ფილმების გადაღების დაგეგმვა, გადაღება;
  • საჭიროებისამებრ გადაცემების გადაღება საველე პირობებში;
  • ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ადვოკატირების კამპანიების თუ სხვა ღონისძიებების ფარგლებში აქტივობების ფოტო/ვიდეოგადაღება, საჭიროების შემთხვევაში გადაღებული ფოტოების დამუშავება.

მოთხოვნები:
  • ფოტოგრაფად ან/და ვიდეოგრაფად მედიაში მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • შემოქმედებითი ხედვა;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენს მიერ, სოციალურ თემაზე ან/და პროევროპულ საპროტესტო აქციებზე, ბოლო 1 წლის განმავლობაში გადაღებული 2 რეპორტაჟის ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე. „საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.
ხელოვნება/მედია
ფოტოგრაფი
ნახვები 27
უნიკალური ნახვები 25