20 დეკ - 10 იან
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2500 - 3000
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საქართველოს ამბები თბილისის ოფისში სრული სამუშაო დატვირთვით აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 2500-დან 3000 ლარამდე (გადასახადების ჩათვლით). ხელფასი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.
დისტანციურად მუშაობა ან მომსახურების გაწევა არ განიხილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური მედიისთვის (ფეისბუკის, ინსტაგრამის, ტიკ-ტოკის და იუთუბის გვერდები) ვიზუალური კონტენტის შექმნა;
  • ფოტო და ვიდეომასალის დამუშავება ციფრული არხებისთვის;
  • სხვადასხვა პროექტისთვის ვიზუალური კონცეფციის შექმნა;
  • გრაფიკული დიზაინის ტრენდების მოძიება და რეკომენდაციების გაწევა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების (Photoshop, After Effects, Illustrator, Premiere Pro) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კრეატიული/მარკეტინგული ხედვა;
  • ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირება;
  • სიახლეების ადვილად ათვისების, დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარები.

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრენინგებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ CV და თქვენი პორტფოლიოს ბმული მისამართზე: vacancy.icn@gmail.com სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 იანვარი. გასაუბრების მიზნით მხოლოდ შერჩეულ პირებს დავუკავშირდებით. შესაძლოა, გასაუბრება ჩაინიშნოს და კანდიდატი შეირჩეს მითითებული ვადის ამოწურვამდე.

„საქართველოს ამბები“ (https://georgiannews.ge/) დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემაა, რომელიც მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ახალ ამბებს, ანალიტიკური და საგამოძიებო შინაარსის მედიაპროდუქტს. გამოცემა ინფორმაციას ავრცელებს ოთხ ენაზე - ქართულად, სომხურად, აზერბაიჯანულად და ინგლისურად. „საქართველოს ამბებს“ ეკუთვნის „მთის ამბები“ (https://mtisambebi.ge/) მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედიარესურსი საქართველოში. „მთის ამბები“ ქმნის კონსტრუქციული ჟურნალისტიკის პირველ პრეცედენტს ქვეყანაში, ბოლომდე მიჰყვება თემებს და ცდილობს, თავისი ჟურნალისტური საქმიანობითა და აქტიური სამოქალაქო მობილიზებით, მოქალაქეებთან ერთად დაწყებული ადვოკატირების კამპანიებით ცვლილებები გამოიწვიოს.

ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები 74
უნიკალური ნახვები 71