20 დეკ - 03 იან
სტარტი
საერთო რისკების ანალიზის, კონტროლის და მეთოდოლოგიის ჯგუფის ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სს “ბაზისბანკი” აცხადებს ვაკანსიას საერთო რისკების ანალიზის, კონტროლის და მეთოდოლოგიის ჯგუფის ოფიცრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • საკრედიტო, საბაზრო, ლიკვიდობის რისკების ეფექტური მართვისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნა/მათი განახლების უზრუნველყოფა;
  • რისკის მართვაში (ასევე შიდა და გარე რეპორტინგში) გამოყენებული ბანკის შიდა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი, მათი სისწორის რეგულარული შემოწმება;
  • სქორინგ სისტემების დანერგვა და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • დანერგილი რისკის შეფასების მოდელების, მათ შორის სქორინგ სისტემების გატესტვა განვლილ პერიოდზე (ე.წ. ბექტესტინგი), მათში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციების მომზადება;
  • სესხების შესაძლო დანაკარგების ადეკვატური რეზერვების შექმნა IFRS9 შესაბამისად;
  • IFRS9 მიხედვით სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების დათვლისთვის საჭირო მოდელების გამართვა, რისკ პარამეტრების პერიოდული ბექტესტინგი და საჭიროების შემთხვევაში მოდელების განახლება;
  • ბანკის კაპიტალის ადექვატურობის შიდა შეფასების (ICAAP) რეგულარული ანგარიშგების წარმოება;
  • ბანკის ლიკვიდობის ადექვატურობის შიდა შეფასების (ILAAP) რეგულარული ანგარიშგების წარმოება;
  • რისკის პოზიციებზე დაწესებული ლიმიტების პერიოდული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;
  • სექტორების მიხედვით მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და სექტორის მოკლე ანგარიშების მომზადება შიდა კონტროლის სისტემებისათვის;
  • რეგულარული ანგარიშების მომზადება: საკრედიტო ანგარიშები, ინფორმაცია მთლიანი პორტფელის რისკის პროფილის შესახებ, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ანგარიში (IFRS სტანდარტით), ბანკის მენეჯმენტისათვის რეგულარული რისკების ანგარიშის მომზადება როგორც ბანკის ასევე საბანკო სექტორის ჭრილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მუშაობის;
  • გამოცდილება საფინანსო სფეროში (ბანკი, დაზღვევა, მიკროსაფინანსო) ანალიტიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება ფინანსების, ბიზნესის, მათემატიკის ან სხვა შესაბამისი მიმართულების;
  • სტატისტიკური ანალიზის კარგი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 3 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 41
უნიკალური ნახვები 41