20 დეკ - 18 იან
სტანდარტი
ბრენდ მენეჯერი
მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამო
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@geobeer.ge
სს ქართული ლუდის კომპანია - ლუდსახარში ზედაზენი მარკეტინგის გუნდში აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- თითოეული ბრენდის მარკეტინგული გეგმის შექმნა და აღსრულება წინასწარ დადგენილი ბიუჯეტის მიხედვით;
- თითოეული ბრენდისთვის მომხმარებელთა პროფილების შედგენა და მათი დამოკიდებულების პერიოდული კვლევა, კვლევის კოორდინირება და ანალიზი;
- ბაზრის/სიტუაციის და ბაზარზე ბრენდის მდგომარეობის ანალიზი;
- თითოეული ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგიის შექმნა, აღსრულების მართვა, კომუნიკაციის ეფექტურობის კვლევა და კონტროლი;
- მასშტაბური კამპანიების ფარგლებში, სარეკლამო სააგენტოს არჩევა და მასთან ურთიერთობა;
- ბრენდის რეგულარული კომუნიკაციის კონტროლი;
- ბრენდის გაყიდვების, თრეიდ აქტივობებისა და მოცვის კონტროლი;
- ახალი ბრენდების ლიცენზირების პოტენციალის შეფასება/ლიცენზირების პროცესის მართვა, შემდგომი ურთიერთობა ბრენდის წარმომადგენლებთან;
- ახალი (ადგილობრივი) ბრენდების შექმნა და არსებული ბრენდების რეპოზიციონირება/რებრენდინგი (სტრატეგია, ვიზუალი და ა.შ);
- სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის ან მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების მაღალ დონეზე ცოდნა (ინგლისური, რუსული)
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები:
- ტრანსპორტირება;
- კვება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 19 იანვარი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 34