დღეს - 19 იან
სტარტი
ადმინისტრატორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 900 - 900
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@eltbg.com
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ,,ადმინისტრატორის“ თანამდებობაზე.
ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსა და ჯილდოს.
უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში.
,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 სთ
ანაზღაურება: 900 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების სტანდარტების შესაბამისად მიღება-განთავსება და გაცილება;
- ოთახების სტატუსისა და მდგომარეობის კონტროლი;
- გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
- ჯავშნების მიღება;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- სატელეფონო საუბრის და ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთ თანამშრომლობა და ინფორმაციის გადაცემა;
- უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან და კომპეტენციასთან.
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების (ინგლისური და რუსული) ცონდა საკომუნიკაციო დონეზე აუცილებელია;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალურობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ფიზიკურად შრომის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა ;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი,
რეცეფციონისტი
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5