24 დეკ - 21 იან
სტანდარტი
მორიგე ექთანი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@pineo.ge
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექთნის პოზიციაზე ქირურგიის განყოფილებაში
სამუშაო გრაფიკი: 16 სთ მორიგეობა, ანაზღაურება - საათში ხელზე ასაღები 4.00 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო დოკუმენტწარმოება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
- სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
- პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი/ბებია ქალის/მედდის კვალიფიკაციის დიპლომი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge .
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
სამედიცინო
მედდა
ნახვები 14
უნიკალური ნახვები 13