24 დეკ - 21 იან
ვიპ
კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000
+ ბონუსი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@tserti.ge
შპს „წერტი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. დასვენება 2 დღე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი + ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ)
- ფასდაკლების ბარათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა მომსახურება;
- კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- დახლების შევსება;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ენერგიულობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
- კულინარიის სიყვარული (სასურველია).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tserti.ge
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით ელექტრონული ან /და ამობეჭდილი სახით.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 108
უნიკალური ნახვები 104