შემდეგი
23 დეკ - 05 იან
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@dga.gov.ge
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი.
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
- ციფრული მმართველობა;
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- Oracle SQL, Oracle Real Application Cluster, Oracle RDBMS, Oracle Data Guard ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;
- Oracle ბაზების წარმადობის გაუმჯობესება და მონიტორინგი;
- Oracle მონაცემთა ბაზების ინსტალირება და განახლება;
- Oracle-ის და სხვა მონაცემთა ბაზების ვერსიების განახლება და განახლებების ტესტირება;
- SQL დეველოპერების, რეპორტინგის, ჯგუფების კონსულტირება და მიმართულების მიცემა მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და წარმადობის მიმართულებით არსებული მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება;
- ბაზების დოკუმენტაციის მომზადება, აღწერა და სტანდარტიზაცია;
- გაშვებული სესიების მონიტორინგი;
- დეველოპერებისგან ან აპლიკაციის მომწოდებლისგან მოთხოვნების შესაბამისად ბაზების სტრუქტურების შეცვლა ან ობიექტების დამატება;
- დისკური სივრცის დაგეგმვა და გამოყოფა მონაცემთა ბაზებისთვის და ბაზების ობიექტებისთვის (Tables, Partitions, Indexes).
- მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
- მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
- მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლების და როლების ადმინისტრირება, უფლებების მინიჭება და მოხსნა;
- მონაცემთა ბაზებისთვის გამოყოფილი აპარატურული რესურსის მონიტორინგი;
- მონაცემთა სისტემების მონიტორინგის და ლოგირების განხორციელება სერვისის უწყვეტობის დაცვით;
- რეზერვირების აღდგენის და არქივაციის ტესტირება და პერიოდული ვალიდაცია
- რეზერვირებისა და აღდგენის გეგმების შემუშავება და ადმინისტრირება RMAN, Netbackup და სხვა მსგავსი სისტემების საშუალებით;
- მონაცემთა ბაზებში შემოსული SQL ბრძანებების ოპტიმიზაცია;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- MySQL, PostgreSQL, და MongoDB მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2.
უნარ-ჩვევები:
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
- დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,,მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი”.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 35