შემდეგი
23 დეკ - 21 იან
სისტემური ინჟინერი / Linux
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@dga.gov.ge
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო აცხადებს ვინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური ინჟინერი (Linux).
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
- ციფრული მმართველობა;
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაცია, მენეჯმენტი, ადმინისტრირება, პერიოდული განახლება და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
- სისტემის სერვისების წარმადობის ანალიზი და დატვირთულობის განსაზღვრა;
- მის ადმინისტირებაში მყოფი სისტემების სარეზერვო კოპირება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენა;
- Linux სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გარჩევა და დანერგვა, უფროს სისტემურ ინჟინერთან და დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით;
- მის მიერ მართვად სისტემებზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- სისტემის არქიტექტურის დაგეგმვაში მონაწილეობა;
- სააგენტოში ყოველდღიურად შემოსული ინციდენტების დროული დამუშავება და მოგვარება;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვა;
- დეპარტამენტის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, ანგარიშის წარდგენა მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელი პირების მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- Enterprise Linux - (RHEL/CentOS) სისტემური ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- Kubernetes, Docker, Jenkins, Gitlab-თან მუშაობის ცოდნა და მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- BIND, PowerDNS, dnsdist, HAProxy, Squid, NGNX, Apache, Redis, Kafka სისტემების საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Blade სისტემებთან და SAN Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება;
- HTTP პროტოკოლის საფუძვლიანი ანალიზის უნარი;
- IPS და WAF სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- IPTable-თან მუშაობის გამოცდილება;
- Linux ოპერაციული სისტემის კომპონენტების საფუძვლიანი ცოდნა;
- Object Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება (S3, SWIFT, CEPH);
- OSI მოდელის საფუძვლიანი ცოდნა;
- SAN ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება;
- SELinux - უსაფრთხოების მოდულთან მუშაობის გამოცდილება;
- UNIX/Linux სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- VMware-ის პროდუქტების (vSphere, vCenter, ESXi, vSAN) ზოგადი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Wireshark-თან მუშაობის გამოცდილება;
- აუტენტიფიკაციის მექნიზმების გამოყენების გამოცდილება (Kerberos, LDAP);
- კრიპტოგრაფიულ სისტემებთან მოშაობის გამოცდილება (PKI, TLS);
- მაღალი მდგრადობისა (HA) და დატვირთვის ბალანსირების (Load Balansing) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სარეზერვო ასლების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Veeam Backup & Replications, PowerProtect Data Manager);
- სასურველია Cloud (AWS, Azure, GCP) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია RHCSA, RHCE სერტიფიკატის ფლობა;
- სერვისების და სისტემების მონიტორინგის გადაწყვეტილებების ადმინისტრირების და მოხმარების გამოცდილება (PRTG, Netflow, Elasticsearch, Checkmk, Grafana, Prometheus, Zabbix, Veeam One);
- სისტემების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა (Ansible, Terraform);
- სკრიპტების (Bash, Python) წერის გამოცდილება;
- ჰიპერკონვერგენტულ (HCI) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა - B2.
უნარ-ჩვევები:
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
განაცხადების გადარჩევა;
გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,,სისტემური ინჟინერი (Linux)“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19