შემდეგი
23 დეკ - 05 იან
ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური ინჟინერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@dga.gov.ge
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური ინჟინრის (windows) პოზიციაზე
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.
ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:
- ციფრული მმართველობა;
- ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
- ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაციის, მენეჯმენტის, ადმინისტრირების, პერიოდული განახლებისა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის უზრუნველყოფა;
- სისტემების პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსწორება;
- სისტემების სარეზერვო კოპირებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველყოფა;
- Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გარჩევა და დანერგვა დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით;
- მის მიერ მართვად სისტემებზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
- დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ(ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- Microsoft Windows-ის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი ადმინისტრირების გამოცდილება;
- Active Directory-ის სერვისების (AD DS, ADFS, GPO, AD CS)-ის ადმინისტრირების გამოცდილება;
- Blade სისტემებთან და SAN Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება;
- DNS, IIS, DHCP, SMTP, SMB, NTP, NFS, FTP სერვისების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
- HTTP პროტოკოლის საფუძვლიანი ანალიზის უნარი;
- Microsoft Exchange Server-ის საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Microsoft SharePoint და Microsoft SQL Server-ის საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Microsoft System Center-ის პროდუქტების ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- OSI მოდელის ცოდნა;
- PowerShell-ის გამოყენებით სკრიპტების წერის გამოცდილება;
- VMware-ის პროდუქტების (vSphere, vCenter, ESXi, vSAN) საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
- Windows Server (2012, 2016, 2019, 2022) სისტემების (GUI, Core) და მისი როლების / ფუნქციების ადმინისტრირების გამოცდილება;
- Wireshark-თან მუშაობის გამოცდილება;
- მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PRTG, Veeam ONE, AD audit, AD manager, Exchange reporter, ServiceDesk, Eventlog analyzer, Netflow);
- სარეზერვო ასლების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Veeam, PowerProtect Data Manager, Windows Server Backup);
- უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Antivirus, Anti-SPAM);
- ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა;
- ჰიპერკონვერგენტულ (HCI) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
უნარ-ჩვევები:
- ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
- მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
- შედეგზე ორიენტაცია;
- პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
კონკურსის ეტაპები:
- განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ,,სისტემური ინჟინერი (windows)“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
უშიშროება/დაცვა
ინფორმაციის უსაფრთხოება
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13