23 დეკ - 21 იან
ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
  • მოქნილი გრაფიკი
  • 800
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
  • ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
რესტორანი „Grape Wine and Kitchen“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, 5 სამუშაო დღე, დღეში 3-5 საათი (დეტალები გასაუბრებაზე შეთანხმდება)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
  • Storehouse, R keeper და 1C პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
  • რესტორანში მუშაობის გამოცდილება ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა( MS Excel, MS Word);
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • რესტორნის შესყიდვების პროგრამული გატარება;
  • ჩამოწერების კონტროლი და პროგრამული ასახვა;
  • რეალიზებული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვა;
  • კალკულაციების შეყვანა და ნახევარფაბრიკატების შექმნა;
  • ინვენტარიზაციის განხორციელება (სამზარეულო, ბარი) დადგენილი პერიოდულობით;
  • რეპორტებისთვის ინფორმაციის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეპორტის მომზადება და წარდგენა;
  • კომპანიის სხვა სტრუქტურული დეპარტამენტების (სამზარეულო, ბარი) თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი/თანამშრომლობა.
  • ხელმძღვანელის/დირექტორის სხვა მითითებების და დავალებების შესრულება, დაკისრებული მოვალეობების და კომპეტენციის ფარგლებში.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ნახვები 52
უნიკალური ნახვები 51