24 დეკ - 22 იან
სტანდარტი
მომარაგების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- მართვის მოწმობაB
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@vakomotors.ge
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.
ვინ ვართ ჩვენ
ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.
ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.
თანამშრომელს დავახვედრებთ
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია „არდიში“;
- ფიტნეს მომსახურებას - ფიტპასი;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ფასდაკლებას შიდა პროდუქტებზე.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება
- სათადარიგო ნაწილების შიდა გადაზიდვის უზრუნველყოფა;
- სერვისის ხელსაწყოებითა და საჭირო მასალებით მომარაგება;
- იმპორტირებული ტვირთების განბაჟება და მათი საწყობამდე ტრანსპორტირება;
- სათადარიგო ნაწილების ბაზარზე შესაბამისი ნაწილების ოპერატიული მოძიება;
- სერვისზე გახარჯული მასალების მარაგის შევსება;
- დამატებითი საქმიანობის შესრულება კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება
- უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით (სატრანსპორტო, ლოჯისტიკა);
- B კატეგორიის მართვის მომწობა (სასურველია C კატეგორია)
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მუდმივი გადაადგილების შესაძლებლობა;
- ავტოსათადარიგო ბაზრის ცოდნა;
- კომუნიკაციის გამართული უნარი;
- ოპერატიულობა.
დამატებითი ინფორმაცია
სამუშაო დრო: 09:00-18:00 (კვირაში ორი დღე დასვენება)
ანაზღაურება: 900 net (1400-1700)
სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 24 იანვრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მომარაგების სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 25