24 დეკ - 22 იან
სტანდარტი
დირექტორის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1500
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ დირექტორის ასისტენტს
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში. Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი ( 09:00 – 18:00 1სთ. შესვენება)
მდებარეობა: ქ.თბილისი, დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას).
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
- ხელმძღვანელის ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების დაგეგმვა;
- დღის წესრიგის მომზადება, მასალების დაგზავნა, საჭირო მხარეების ინფორმირება;
- დეპარტამენტებს შორის შეხვედრების ორგანიზება, კოორდინირება;
- თანამშრომელთა საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი;
- გაყიდვების დეპარტამენტის შესაბამისი ჩანაწერებისა და დოკუმენტაციის ორგანიზება, გუნდის სხვა წევრებთან და კლიენტებთან ინფორმაციის მიწოდება;
- ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშუტის უზრუნველყოფა;
- მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების მომზადება;
- სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და ანგარიშების მოსმენა;
- ანალიზი და რეპორტინგი;
- დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- ვადების კონტროლი და ინფორმაციის უკუკავშირის მიღების უზრუნველყოფა;
- ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში დამატებითი ამოცანების დავალება და მისი შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 /C1;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდიება;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნდარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
- Fit pass ბარათს;
- სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
· ანაზღაურება: 1500 ლარი (NET).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - დირექტორის ასისტენტი გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 85
უნიკალური ნახვები 82