დღეს - 23 იან
სტანდარტი
უმცროსი იურისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@ecovis.ge
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Ecovis Georgia იურიდიულ დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომი; მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად);
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე (ვერბალური, წერითი); უკეთესი დონე ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული წერითი (სამართლებრივი წერა) და ვერბალური კომუნიკაცია, ანალიტიკური უნარები;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
უპირატესობად ჩაითვლება:
- იურიდიული პრაქტიკა ან/და სტაჟირება საზღვარგარეთ;
- ადვოკატის ლიცენზია;
- აუდიტორულ ან/და საადვოკატო ბიუროში ან/და იურიდიული მიმართულებით მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილება;
- სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმის წარმოების გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- იურიდიულ დეპარტამენტში შემოსული დაკვეთების დროული დადასტურება/შესრულება, ვადების კონტროლი, კლიენტებთან უკუკავშირი;
- იურიდიული დოკუმენტაციის ანალიზი, შედგენა, კორექტირება, პრეზენტაცია;
- იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა, შენახვა, სკანირება, დაფასოება, ადრესატებზე განაწილება;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
- შესრულებული საქმის რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელის წინაშე;
- სამართლებრივი სიახლეების დროული ცოდნა/კლიენტების ინფორმირება;
- შეხვედრებში, თათბირებში, პრეზენტაციებში მონაწილეობა ან/და ჩატარება, ხელმძღვანელის მიერ მითითების შემთხვევაში;
- ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებული სხვა იურიდიული/საორგანიზაციო დავალებების/მითითებების შესრულება.
დამატებითი ინფორმაცია:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფაქიძის ქუჩა N5 (ტიფლის ბიზნეს ცენტრი); შესაძლებელია კლიენტებთან ვიზიტები, საჭიროების შემთხვევაში, ხელმძღვანელის დავალებით
დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- Ecovis Georgia გთავაზობთ სასიამოვნო, ჯანსაღ, კონკურენტულ და სტაბილურ სამუშაო გარემო-პირობებს;
- გრძელვადიანი კარიერის დაგეგმვას;
- კარიერული წინსვლის გამჭვირვალე სქემას;
- კონკურენტუნარიან და წამახალისებელი სახელფასო განაკვეთს;
- სამედიცინო დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიების ჩამონათვალში ვერ აღმოაჩინეთ თქვენთვის საინტერესო პოზიცია, შეგიძლიათ სამომავლოდ განსახილველად გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge მიღებული რეზიუმე აისახება აპლიკანტების ბაზაში არაუმეტეს 1 წლის ვადით და თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაგიკაშირდებათ ჩვენი ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება Ecovis Georgia-ს (შპს ეკოვის ეი-თი-ეი, შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები) მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ecovis.ge
"Ecovis Georgia" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გმობს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: +995 032 243 22 81, info@ecovis.ge
იურიდიული
იურისტის ასისტენტი/ მდივანი
ნახვები 34
უნიკალური ნახვები 34