შემდეგი
25 დეკ - 23 იან
მომხმარებელზე ზრუნვისა და B2C გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tamashobana.ge
ვისაც უნდა თამაში...
კომპანია „თამაშობანა“ ეძებს გუნდის ახალ წევრს მომხმარებელზე ზრუნვის და B2C გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
კომპანიის შესახებ: თამაშობანა ცნობისმოყვარეობის და თამაშის ზეიმია! გვჯერა, რომ თამაშს დიდი ძალა აქვს, არა მარტო პატარებისთვის, და თან, არა მარტო გასართობად. ამიტომ ყველაფერს, რასაც თამაშობანაში ვაკეთებთ, ვაკეთებთ თამაშის სიყვარულით და დიდი ცნობისმოყვარეობით. სათამაშოები, დაბადების დღეები, კაფე, ვორქშოპები, წიგნები და სულ მალე უფრო დიდი სივრცე და თავგადასავლები დახვდებათ თამაშობანას სტუმრებს ახალ ლოკაციაზე.
კომპანიის მისია: ლაღი ბავშვობის შექმნა თამაშ-თამაშით (დღევანდელი ბავშვებისთვის და ხვალინდელი დიდებისთვის).
ვის ვეძებთ: ვეძებთ ცნობისმოყვარე, თამაშზე შეყვარებულ და თვალებციმციმა ადამიანს, რომელიც „დიდთან დიდია“ და „პატარასთან პატარა,“ ენერგიას აძლევს ადამიანებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა.
სასურველია მომხმარებელზე ზრუნვის მხრივ გამოცდილება. აუცილებელია შვილთან, ნათლულთან, მეგობრების შვილებთან ან პატარა დედ-მამიშვილებთან თამაშის დიდი გამოცდილება.
მოვალეობები:
- თამაში: თამაშობანას თამაშებით, ვორქშოპით, დაბადების დღეებით და ღონისძიებებით გართობა
- სტრატეგიული ხელმძღვანელობა: მომხმარებელზე ზრუნვის და გაყიდვების სტრატეგიის შექმნა
- გუნდური მუშაობა და გუნდის ხელმძღვანელობა: სტრატეგიის განხორციელება და აღსრულების უზრუნველყოფა;
- B2C გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა – KPI-ების განსაზღვრა და მხარდაჭერა, ლიდერობა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც გუნდის
- თითოეული წევრი საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და ზრდასშეძლებს.
- ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა: მომხმარებლების სურვილების და საჭიროებების გათვალისწინებით ახალი გაყიდვის არხების
- იდენტიფიცირება და გააქტიურება მომხმარებელზე ზრუნვა: მომხმარებლებზე ზრუნვის სტრატეგიის და მიდგომების შემუშავება
- მეტრიკების შესაბამისი შედეგების მიღწევა: დადგენილი მეტრიკების მიხედვით “თამაშობანა”-ს მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა
- მონიტორინგი: გუნდის საქმიანობის ყოველდღიური მონიტორინგი და უკუკავშირი გაყიდვების ანალიტიკა: გაყიდვების მონიტორინგი, ანალიტიკა და რეპორტინგი
- უკუკავშირი: მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და გადაცემა გამოცდილების გაუმჯობესება: თამაშობანას მომხმარებლის
- საჭიროებების განსაზღვრა და მათი მოთხოვნების შესაბამისად სერვისის გაუმჯობესება
- რეპორტინგი: მენეჯმენტთან რეპორტინგი
რას გთავაზობთ:
- მხიარული და ლაღი სამუშაო გარემო
- ბევრი გულანთებული ადამიანი გუნდში
- შემოქმედებითი თავისუფლება
- კარიერული განვითარების შესაძლებლობები
- საინტერესო პროექტები და გამოწვევები
- ფიქსირებული ანაზღაურება შეთანხმებით
- დაზღვევა
სამუშაო ადგილი - თამაშობანას ახალი სივრცე მზიურის პარკში
სამუშაო საათები - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-დან 19:00 საათამდე
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე hr@tamashobana.ge და subject-ის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის გადმოგზავნის ბოლო ვადა - 25.01.2025
აღნიშნულ განაცხადზე გამოხმაურებითა და მონაცემების გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევაგროვოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია/პერსონალური მონაცემები, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნისთვის, რომ განვახორციელოთ ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც თანამშრომლობის დასაწყებად იქნება საჭირო. პერსონალური მონაცემები არ იქნება გადაცემული მესამე მხარეს თქვენ მიერ მიცემული წინასწარი თანხმობის გარეშე და იქნება დაცული მხოლოდ მითითებული მიზნის შესაბამისად.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კლიენტთა მომსახურება
ნახვები 10
უნიკალური ნახვები 10