შემდეგი
დღეს - 24 იან
ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@sabagroup.org
სამშენებლო კომპანია საბა აცხადებს ვაკანსიას - განფასების სპეციალისტის/ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო გრაფიკი: 10:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მთაწმინდა
ფუნქცია-მოვალეობები:
- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემული მოცულობების შედარება საპროექტო დოკუმენტაციასთან (შესასრულებელ სამუშაოებთან, მოცულობების უწყისთან) და შესაბამისობის დადგენა
- ფინანსურ გუნდთან წარსადგენი და კლიენტისთვის გასაგზავნი განფასებების მომზადება.
- გამოსაყენებელი მასალების ფასის კვლევა და მუდმივი გადამოწმება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე.
- ტექნიკურ მიმართულებებთან მუდმივი კომუნიკაცია, როგორც განფასების, ასევე ინსტალაციის ეტაპებზე, პროექტების ვადის და დასაქმებული პერსონალის ხარჯების განსაზღვრისათვის.
- შერჩეული აგრეგატების ტექნიკური დოკუმენტაციის გადამოწმება და მოთხოვნის შესაბამისობასთან შედარება პროექტანტების გავლით.
- განფასების მეორე ეტაპზე (კლიენტის დაინტერესების შემდეგ, დაკონტრაქტებამდე), პროექტის და განფასების გავლა როგორც ტექნიკურ დეპარტამენტთან, ასევე პროექტანტებთან, მათი კონსულტაციების მიხედვით განფასების ოპტიმალური ცვლილება.
- პროექტის დაკონტრაქტების შემდეგ შესყიდვების გეგმის შედგენა.
- შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავება.
- ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების აღრიცხვა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამის მონაცემებთან შედარება.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ, შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პოზიციის ფუნქციებთან.
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word
- ენები: რუსული
- გამოცდილება: 3 წელი
უნარები და თვისებები:
- მათემატიკური აზროვნება;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@sabagroup.org და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5