დღეს - 24 იან
ელექტრო მექანიკოსი /მექანიკოსი
თბილისი, ფონიჭალა
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით. საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პური" - ს საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო მექანიკოსის /მექანიკოსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქვ. ფონიჭალა , ცოტნე დადიანის 1 შესახვევი #6

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი);
ხელფასი: 2000 ლარიდან ზემოთ, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მანქანა დანადგარებისა და ელექტრო მოწყობილობების შემოწმება შესაბამისი ინსტრუქციის შესაბამისად და შეკეთების ან მექანიკური ნაწილის ჩანაცვლების საჭიროების აღმოჩენა;
  • მანქანა დანადგარებისა და ელ. მოწყობილობების გეგმური ტექნიკური მომსახურება;
  • მანქანა-დანადგარების დასუფთავება, ელექტრო მოწყობილობების პროფილაქტიკური კონტროლი და საჭიროებისამებრ შეკეთება;
  • სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების ნაშთების კონტროლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი ტიპის მოწყობილობების შესწავლა ტექნიკური მომსახურების კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულებით);
  • ელ.მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • თავაზიანი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • Fitpass და კორპორაციულ დაზღვევას.

გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ნახვები 9
უნიკალური ნახვები 9