დღეს - 24 იან
სკოლამდელი განათლების პროგრამის პედაგოგი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ეძებს გოგონებსა და ბიჭებს სკოლამდელი განათლების პროგრამის (ფრესქულისა და ბაღი "პატრონუსის") პედაგოგის თანამდებობაზე.

ნიუტონის თავისუფალი სკოლის ფრესქულში და ბაღ „პატრონუსში“ ბავშვებთან ურთიერთობენ, თამაშობენ და მათთან ერთად იკვლევენ სამყაროს.
თუ სურვილი გაქვს, განურჩევლად შენი პროფესიული სტატუსისა და დიდ სიამოვნებას განიჭებს ბავშვებთან ურთიერთობა და თამაში, მაშინ აქ შენი ადგილია!

აუცილებელი მოთხოვნებია:
  • უმაღლესი განათლება
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • შემოქმედებითი ხედვა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სოციალური მრავალფეროვნების მიმართ მიმღებლობა

ფუნქციები და მოვალეობები:
  • ბავშვების უსაფრთხოებასა და განვითარებაზე ზრუნვა
  • ბავშვის პიროვნული თვისებების შენარჩუნება და განვითარება
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, თვითმოვლის უნარ-ჩვევების განვითარება
  • ბავშვის ფსიქო-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა
  • მეთოდისტის უშუალო ხელმძღვანელობით და საგანმანათლებლო პროგრამაზე დაყრდნობით ჯგუფის დღის განრიგის, გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება/განვითარება
  • სხვადასხვა განმავითარებელი, გასვლითი აქტივობების და პროექტების დაგეგმვა და პროცესში მონაწილეობა
  • ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ტრენინგებში მონაწილეობის მიღება და სხვა

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე და წერილში მოგვიყევი ამბავი შენი ბავშვობის მოგონებებიდან.

რეზიუმესა და ამბავს ველოდებით შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@newton.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 6