დღეს - 24 იან
სტანდარტი
კორპორატიული ბანკირი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@cartubank.ge
პოზიცია: კორპორატიული ბანკირი
დეპარტამენტი: კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი, კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დამთავრების თარიღი: 26 იანვარი 2025 წელი
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს კორპორატიული ბანკირის ვაკანსიას კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
ფუნქციები და მოვალეობები:
- კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მაღალი ხარისხით მომსახურება;
- პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
- კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
- ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
- სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;
- საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა და ანალიზი; შესაბამისი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისათვის;
- კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე ბანკის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
- კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;
- არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით;
- მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
- Excel სრულყოფილი ფლობა;
- საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
- ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე: vacancy@cartubank.ge
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
კორპორატიული ბანკირი
ნახვები 23
უნიკალური ნახვები 22