26 დეკ - 24 იან
ინდივიდუალური ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599 94 92 15
ა(ა)იპ ,,სტუდია ეიდისი“ აცხადებს კონკურსს ,,განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ ინდივიდუალური ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ქალაქ თბილისში.
,,სტუდია ეიდისი“ წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში. ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

ასისტენტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • 7-დან 18 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე პირების მხარდაჭერა თვითმოვლისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავებაში;
  • დახმარება კვებისა და პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
  • სამუშაო პროცესის განმავლობაში პასუხისმგებლობის აღება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე;
  • ბენეფიციარის მედიკამენტური მკურნალობის შემთხვევაში, მისთვის მედიკამენტის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, შიდა და გარე აქტივობების განხორციელება;
  • სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა;
  • პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
  • დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

ორგანიზაცია იზრუნებს თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე ტრენინგების ჩატარების გზით.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:
შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:
  • ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა
  • გასაუბრება

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს რეზიუმე (CV). განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 სექტემბერი გასაუბრებები ჩატარდება პარალელურად კანდიდატების შერჩევამდე. განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:
studioadc.georgia@gmail.com "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დარეკეთ: +995 599 94 92 15 გვანცა კალანდაძე
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 8
უნიკალური ნახვები 8