შემდეგი
26 დეკ - 24 იან
დირექტორი / კომერციული დირექტორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: 2gis.hr.ge@gmail.com
კომპანია "2გის ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას: „დირექტორი/კომერციული დირექტორი“.
ჩვენ ვეძებთ მაღალმოტივირებულ სპეციალისტებს, რომლებსაც აქვთ გაყიდვებისა და პერსონალის მართვის გამოცდილება. ვიწვევთ თავდაჯერებულ, აქტიურ და პოზიტიურად განწყობილ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ თანამედროვე ცოდნა ან სურთ განვითარება ამ სფეროში.
უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი რგოლის მენეჯერებს (CCO) და საშუალო რგოლის მენეჯერებს (გაყიდვების ხელმძღვანელები, ჯგუფის მენეჯერები, სუპერვაიზერები), რომლებსაც აქვთ მუშაობის გამოცდილება ფედერალურ და საერთაშორისო დონის მსხვილ კომპანიებში (აუცილებელია ქართული ენის ცოდნა).
სამუშაო ამოცანები:
- კომერციული განყოფილების ოპერაციული მართვა;
- ძლიერი და შედეგებზე ორიენტირებული გაყიდვების გუნდის შექმნა;
- გაყიდვების განყოფილების ოპერატიული მართვა (გეგმვა, კონტროლი, შედეგები);
- ჯგუფის ხელმძღვანელებისა და გაყიდვების მენეჯერების საველე აუდიტის ჩატარება;
- გაყიდვების განყოფილების ფორმირება;
- გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელების შერჩევისა და მათი შემდგომი განვითარების ორგანიზება;
- პროდუქტის განვითარებისთვის კომერციული ამოცანების შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე;
- 2გის-ის სტრატეგიული განვითარება საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენი მოლოდინი:
- კომპანიების, გაყიდვების განყოფილების ან კომერციული განყოფილების წარმატებული მართვის გამოცდილება (ან გაყიდვების ჯგუფის მართვის გამოცდილება) არანაკლებ 2 წლისა;
- პირადი გაყიდვების გამოცდილება;
- B2B გაყიდვების ტექნოლოგიებისა და სტანდარტების ცოდნა;
- თანამშრომელთა განვითარების და მოტივაციის საფუძვლების ცოდნა;
- კადრების შერჩევისა და ადაპტაციის საფუძვლების ცოდნა;
- მაღალი პირადი მოტივაცია;
- გრძელვადიან / სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირება;
- მაღალი ემოციური ინტელექტი და ემპათია;
- სისტემური და ვარიაციული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუშაობას სტაბილურ საერთაშორისო კომპანიაში Forbes-ის სიიდან;
- საინტერესო და პოპულარულ პროდუქტს;
- მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას, შედეგების მიხედვით შეზღუდვების გარეშე;
- დამატებითი მოტივაციის პირობები დაინტერესებულ კანდიდატთან შეთანხმებით გასაუბრების ეტაპზე;
- მუდმივ სწავლებას, სტაჟირებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
- ოფიციალურ დასაქმებას;
- გაფართოებულ სოციალურ პაკეტს;
- ოფისს ქალაქის ცენტრში.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე მეილზე: 2gis.hr.ge@gmail.com
TOP მენეჯმენტი
კომერციული დირექტორი
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 11