26 დეკ - 24 იან
ლოგისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "GOLD WAY GROUP" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • შეკვეთის მიღება/დამუშავება
  • პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
  • გადაზიდვების დაგეგმარება და განხორციელება
  • გადაზიდვის პროცესის მონიტორინგი
  • დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
  • ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების წარმოების გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით.
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის.
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი
ნახვები 1
უნიკალური ნახვები 1