შემდეგი
26 დეკ - 24 იან
უფროსი მოლარე
თბილისი, გლდანი
- სრული განაკვეთი
- 1150 - 1400
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@Jibe.ge
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" გლდანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.
ჯიბე "Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1150-1400 ლარი
უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
- იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
- სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
- მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
- მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
- სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გაყიდვები
მოლარე
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4