შემდეგი
27 დეკ - 25 იან
მიმტანი-კონსულტანტი
თბილისი, ჩუღურეთი
- მოქნილი გრაფიკი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@wasserstrasse.ge
ტელეფონი:
ვასსერშტრასსე აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე მოქნილი სამუშაო განაკვეთით.
ფუნქციები:
- რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
- კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
- შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
- ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;
- გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;
- ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;
- სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
- სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
- მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
- კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;
- სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.
სასურველია:
- პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;
- Microsoft Office-ის ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე info@wasserstrasse.ge. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი,
მოლარე
ნახვები 13
უნიკალური ნახვები 13