27 დეკ - 25 იან
ვიპ
მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (https://www.likehouse.ge/), აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები :
  • მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება , როგორც არსებულ, ასევე დასრულებულ პროექტებზე;
  • მომხმარებლებთან ზარების განხორციელება, შემოსულ ზარებზე პასუხი, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება, წერილებისა და გამოტოვებული ზარების გადამოწმება.
  • მომხმარებლებთან გეგმიური კომუნიკაცია, მშენებლობის პროგრესისა თუ სხვა სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობა, მათგან ინფორმაციის შეგროვება და მომხმარებლებისთვის მიწოდება.
  • მომხმარებელთა საჭიროების ან პრობლემის დროული გამორკვევა/აღმოფხვრა;
  • წინასწარ გაწერილი გაიდით , მომხმარებლებთან გაფრთხილების წერილების გაგზავნა, მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
  • არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის მიმართულებით გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი უნარ-ჩვევები :
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზების და დროის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას ;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@likehouse.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი“

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
ნახვები 77
უნიკალური ნახვები 75