შემდეგი
27 დეკ - 25 იან
აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: recruit@gor-gia.ge
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე, თბილისში
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის
წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი
ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და
კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
ფუნქცია- მოვალეობები:
- აღმასრულებელი დირექტორის მიერ დაგეგმილ შეხვედრებზე დასწრება, მნიშვნელოვან საკითხებზე/გეგმებზე მონახაზების ჩანიშვნა და შესრულების მონიტორინგი;
- კომპეტენციის ფარგლებში პროცესების ეფექტიანი მართვა და მათი ოპტიმაციზაციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
- ორგანიზაციაში არსებული პროექტების კოორდინირება აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ჭრილში;
- საერთაშორისო ოფისებთან ურთიერთობა და რეპორტინგი;
- კატეგორიების საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებით ჩართულობა;
- ანგარიშგებების/კვლევების მომზადებაში ჩართულობა;
- საჭიროებისამებრ სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
- სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: recruit@gor-gia.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge).
პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
გისურვებთ წარმატებას!
TOP მენეჯმენტი
დირექტორის მოადგილე
ადმინისტრაცია
პირადი ასისტენტი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 14