შემდეგი
27 დეკ - 25 იან
დისტრიბუციის ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@smotors.ge
კომპანია “SMOTORS” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტრიბუციის ხელმძღვანელი
სამუშაო მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია “SMOTORS”-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; გრძელვადიანი და სტრატეგიული ურთიერთობების ფორმირების მიზნით. ხოლო, პორტფელში არსებული მომხმარებლების შენარჩუნება და მართვა;
- დისტრიბუციის სამარშუტო განრიგისა და ტერიტორიული სქემების შემუშავება, არსებული სადისტრიბუციო ქსელის ოპტიმიზაცია;
- მომხმარებელთა ბაზრის ანალიზი და კვლევა, მათი სწორი სეგმენტაცია, მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება;
- თვიური/ წლიერი გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის ამოცანების დასახვა / შესრულება.
- მომხმარებლების მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- კონკურენტების ბაზრის პერიოდული ანალიზი; მონიტორინგი და მათი პროდუქციის შეფასება.
- დებიტორული დავალიანებების მუდმივი მონიტორინგი, თანხების ამოღების გონივრულ ვადებში უზრუნველყოფა;
- მარაგების მუდმივი კონტროლი შეკვეთების დროულად და შეუფერხებლად მიწოდების მიზნით;
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით ახალი იდეების გენერირება.
- მომხმარებელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევა;
- გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობის B კატეგორია.
- ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- მივლინების შესაძლებლობა საქართველოს ფარგლებში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- სახელფასო ანაზღაურება შეთანახმებით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „SMOTORS“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
დისტრიბუცია
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2