შემდეგი
27 დეკ - 25 იან
ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი / კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@smotors.ge
პოზიციის დასახელება: ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერი
კომპანია „SMOTORS“ აცხადებს ვაკანსიას ავტონაწილების გაყიდვების მენეჯერის / კონსულტანტის პოზიციაზე (დამწყები) საცალო გაყიდვების ფილიალებში.
მდებარეობა: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ანაზღაურება: ფიქსირებული + კონკურენტუნარიანი ბონუსი
კომპანიის შესახებ:
კომპანია “SMOTORS”-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- გასაყიდი პროდუქციის შესწავლა და ანალიზი;
- როგორც მებითუმე, ასევე საცალო მომხმარებლების მომსახურება;
- მომხმარებლებთან მიმდინარე კონტაქტების უზრუნველყოფა;
- პროდუქტზე უკუკავშირის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმირება;
- პროდუქტის გაყიდვა და რეალიზაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში (Fina) ადგილზე შესწავლით.
- პროდუქციის მიღება საწყობიდან და შემდეგ მისი რეალიზაცია
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- საკუთარი პორტფელის მუდმივი მონიტორინგი; მარაგების რეგულარული კონტროლი.
- სარეალიზაციო სივრცეში ახალი საქონლის გადანაწილება/განახლება;
- უშუალო უფროსის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
- სასურველია თუმცა არა სავალდებულო აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- დამწყებთათვის 2 კვირიან ტრენინგს გაყიდვების მიმართულებით.
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
- ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი მაღაზიის ბრუნვის მიხედვით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „ეს მოტორსი “-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
გაყიდვების მენეჯერი
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2