შემდეგი
03 იან - 30 იან
მოლარე
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,თურქული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: shrmgr@otiumcasino.com
მისამართი:
სამორინეს მოლარე პასუხისმგებელია მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების გაწევაზე სამორინეს სალაროში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებისას.
მათ შორის: ნაღდი ფულის, ჩიპების და სხვა ფულადი ინსტრუმენტების ზუსტად და ეფექტურად დამუშავება, ფინანსური აღრიცხვის წარმოება და სათამაშო რეგულაციებისა და კომპანიის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
სამორინე ოტიუმი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
კვალიფიკაცია:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: shrmgr@otiumcasino.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
ძირითადი მოვალეობები:
- სამორეინეს მომხმარებლების თავაზიანად და მეგობრულად მისალმება და დახმარების შეთავაზება;
- ფინანსური ტრანზაქციებსა და კაზინოს სერვისებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთა მოთხოვნებზე სწრაფად და პროფესიონალურად რეაგირება;
- სხვადასხვა სახის ფინანსური ტრანზაქციების ზუსტი დამუშავება: ჩიპების განაღდება, თანხის მიღება-გაცემა, მარკერების გაცემა, ვაუჩერების გამოსყიდვა, ვალუტის გაცვლა და ა.შ.;
- რეპორტებისა და დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად;
- თამაშის წესების დაცვა, ფინანსური ანგარიშგების მოთხოვნებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის დაცვით;
- ნებისმიერ საეჭვო აქტივობის ან ტრანზაქციის შეატყობინება შესაბამის წარმომადგენლებზე;
- სათამაშო რეგულაციებისა და კომპანიის პოლიტიკის ცვლილებების შესახებ უახლესი ინფორმაციის ფლობა, რომლებიც დაკავშირებულია ფულადი სახსრების მართვასთან.
- სამორინეს სხვა პერსონალთან, მათ შორის დილერებთან, ზედამხედველებთან და უსაფრთხოების პერსონალთან მჭირდო კომუნიკაცია, უხარვეზო და ეფექტური მუშაობისათვის;
კვალიფიკაცია:
- სასურველია ბაკალავრის დიპლომი ფინანსების მიმართულებით; დამატებითი განათლება ან ტრენინგი ფინანსებში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში ჩაითვლება პლუსად;
- ნაღდი ფულის დამუშავების ან სალაროს მუშაობის გამოცდილება, სასურველია სამორინეში ან ფინანსურ დაწესებულებაში;
- მათემატიკური ანალიზის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- სათამაშო რეგულაციებისა და AML პოლიტიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებელთა მომსახურების და კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარები
- ინგლისური და თურქული ენების საკომუნიკაციო დონაზე ფლობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: shrmgr@otiumcasino.com და სათაურის ველში მიუთითოთ "მოლარე"; ან მობრძანდეთ ბათუმში, გორგილაძის #118-ში მდებარე სამორინე "ოტიუმის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ოფისში და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ადგილზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
კაზინო/აზარტული თამაშები
სლოტ ოპერატორი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 40