06 იან - 01 თებ
სტანდარტი
საწარმოს ცვლის თანამშრომელი/ მუშა
მცხეთის მუნიციპალიტეტი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@invet.com.ge
საწარმოს ცვლის თანამშრომელი/მუშა
ვეტერინარული კომპანია „ინვეტ ფიდი“ აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ცვლის თანამშრომლის/ მუშის პოზიციაზე.
კომპანია „ინვეტ ფიდი“, როგორც შპს „ინვეტი“–ს შვილობილი კომპანია, ქართულ ბაზარს ევლინება 2015 წლიდან და აწარმოებს ცხოველებისა და ფრინველების კომბინირებულ საკვებს.
კომპანია ორიენტირებულია ქართული წარმოების განვითარებაზე, შესაბამისად მისი უპირატესობაა წარმოებაში ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება და მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის დამზადება.
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: ცვლის ანაზღაურება 140 ლარიდან (ხელზე ასაღები) + ბონუსი
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა (კომპანია უზრუნველყოფს საკუთარი ავტომობილით ტრანსპორტირებას)
კვება: კვება კომპანიის ხარჯზე
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის (ტომრების) სწორად განლაგება/დახარისხება;
- საწარმოში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტ ფიდი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 03 თებერვლამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 1996
უნიკალური ნახვები 1535