03 იან - 01 თებ
სტანდარტი
სპა მენეჯერი
წალკის მუნიციპალიტეტი, წალკა
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3-დან 5 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Info@radars.ge
საქართველოს უნიკალურ ლოკაციაზე, ბუნების საოცრებათა შორის, განთავსებული ინფრასტრუქტურული კურორტი, 2021 წლიდან ფუნქციონირებს. საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე კერძო ინვესტიცია განხორციელდა, რაც მიზნად ისახავს მრავალფეროვანი ეკო ტურისტული სივრცეების განვითარებას და საქართველოს წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, როგორც აუცილებლად მოსანახულებელი ადგილი „ შემეცნებითი რეკრეაციის“ დატვირთვით.
კურორტზე ფუნქციონირებს: 62 ვილჰაუსი, 55 ნომრიანი სასტუმრო, 3 რესტორანი, ვიზიტორთა ცენტრი, მაღალ დონეზე განვითარებული ტურისტული ინფრასქტრუქტურა სხვადასხვა სანახაობითა თუ გასართობ დასასვენებელი ზონებით.
რადარ ჰოტელს ცხადებს ვაკანსიას სპა მენეჯერის პოზიციაზე
პროფესიული მოთხოვნები & გამოცდილება & განათლება
- მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სპა მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე
უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება პრემიუმ კლასის სასტუმროებში ან სპა ობიექტებში
- ფიზიოთერაპიის, ესთეტიკის, ველნეს მენეჯმენტის ან ტურიზმის დარგის აკადემიური განათლება
- სერტიფიკატები სპა და ველნეს სერვისებში (მაგ. მასაჟი, არომათერაპია, კოსმეტოლოგია) ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია ( სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად)
- ბიუჯეტის შედგენისა და ხარჯების მართვის გამოცდილება
- შემოსავლების ოპტიმიზაციის უნარები
- სპა პროდუქტებისა და სერვისების ცოდნა:
სპა-სთან დაკავშირებული თანამედროვე ტენდენციებისა და პროდუქციის (მაგ. კოსმეტიკური ბრენდები) ცოდნა
საჭირო უნარები
- მაღალი სტანდარტების მომსახურების უზრუნველყოფა და სტუმრების კმაყოფილების მენეჯმენტი
- გუნდის მართვის, მოტივაციისა და თანამშრომლების განვითარებისთვის საჭირო უნარები
- სპა სერვისების გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვა
- სამუშაო პროცესების ეფექტურად დაგეგმვისა და ოპერაციების ოპტიმიზაციის უნარი
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი სტუმრებთან, თანამშრომლებთან და პარტნიორებთან
- კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მათი წარმატებული შესრულება
- სპა მართვის სისტემების ცოდნა
- ახალი სპა-მომსახურებებისა და პროგრამების შემუშავების უნარი
- თანამშრომლების გუნდად შეკვრისა და მათ შორის პოზიტიური ატმოსფეროს შექმნის უნარი
დამქირავებელი კომპანიის მიერ სამუშაო პირობების შეთავაზება:
- განთავსების საშუალება
- კვება
- სადაზღვევო პაკეტი
- კორპორატიული სატელეფონო დრო
ანაზღაურება
ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის შესაფერისი გამოცდილების, განათლებისა და საჭირო უნარების შესაბამისად
გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: • Info@radars.ge • Maia.makhatadze@radars.ge
ან სოციალური მედიის ჩატში შემდეგ მისამართზე: https://www.facebook.com/Radar.Brand.Hospitality.Space https://www.instagram.com/radar.georgia/ https://www.linkedin.com/company/90914564/admin/dashboard/
გელოდებით და გულწრფელად გისურვებთ წარმატებას! მალე შევხვდებით!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
სპა
ნახვები 47
უნიკალური ნახვები 42