06 იან - 05 თებ
სტანდარტი
მარკეტინგის კოორდინატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@autobani.com
კომპანია „ავტობანი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე.
„ავტობანი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ფუნქციონირებს და წამყვანი კომპანიაა ავტოსათადარიგო ნაწილებისა და ავტოსერვისის ინდუსტრიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან.
კომპანია „ავტობანის“ მიზანია ხანგრძლივი, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული ურთიერთობის ჩამოყალიბება თითოეულ თანამშრომელთან.

ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული მახასიათებლები:
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი.
- მარკეტინგული პრომო მასალების მონიტორინგი, შეკვეთა, დარიგება/გაჩუქება;
- ბეჭდური მასალის საბეჭდი ფაილის ვიზუალური და კონტექსტუალური ნაწილის შექმნა, დიზაინერთან ერთად მუშაობა, შეკვეთა
- ელექტრონული პლატფორმების (Wolt, Extra.ge, Veli.store, Vendoo) მართვა, ფასებისა და მარაგების მონიტორინგი, ერთობლივი ფასდაკლებების, აქციებისა და კამპანიების მოფიქრება/განხორციელება. გაყიდვების ზრდა, ახალი კატეგორიებისა და პოზიციების დამატება. ერთობლივი კამპანიებისთვის საჭირო კონტენტის მომზადებაში მონაწილოების მიღება.
- კომპანიის პარტნიორ ბრენდებთან მოლაპარაკებების წარმოება გაყიდვების, ბრენდის ცნობადობის და სხვა მარკეტინგული ან ფინანსური სარგებლის მისაღებად. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების შეთანხმება, ბიუჯეტის განსაზღვრა/გამოთხოვა, შესრულება.
- B2B პროექტებისთვის სპეციალური შეთავაზებების და მომსახურების შეთავაზება კორპორატიული კლიენტებისთვის, BOLT, YANDEX, კომერციული მიზნით.
- გარე ბილბორდებისა და სხვა სარეკლამო საშუალებების მოძიება, გუნდთან მუშაობა ვიზუალსა და შინაარსზე, კამპანიების დაგეგმვა, შესრულება, ხელშეკრულებების გაფორმება.
- რადიოსა და ტელევიზიებში სარეკლამო რგოლისა ან ჩანაწერის შინაარსის მოფიქრება, შეთანხმება და შესრულება სხვადასხვა კამპანიიდან გამომდინარე.
- SMS მარკეტინგისთვის მომხმარებლის ბაზების წარმოება. კამპანიის შესაბამისი აუდიტორიის განსაზღვრა, ტექსტის მოფიქრება და გაგზავნა;
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირება/მენეჯმენტის განხრით, ან მონათესავე სფეროებში;
- მნიშვნელოვანია პროგრამა EXCEL -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურვლია 1C ბალანსის პროგრამის ცოდნა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელური;
- ორგანიზებული;
- შედეგზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი.
კომპანია ავტობანი გთავაზობთ:
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდთან ერთად კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@autobani.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ავტობანი 2000"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში."

გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტოლოგი
ნახვები 124
უნიკალური ნახვები 122