06 იან - 04 თებ
ვიპ
აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: office@horizonsbatumi.com
„ჰორიზონს აპარტ ჰოტელი“ აცხადებს ვაკანსიას აპარტ’ოტელის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ბათუმი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (მოძრავი გრაფიკი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი (განათლება ტურიზმის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
- სასტუმროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტების ცოდნა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესად);
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ძირითადი მოვალეობები:
- ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- აპარტ’ოტელის დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
- დეტალური ინფორმაციის ფლობა - აპარტ’ოტელში არსებული სხვა ობიექტების და მათი ტარიფების შესახებ;
- სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება;
- ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც მომხმარებელთან, ასევე თანამშრომლებთან;
- აპარტ’ოტელის დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- უშუალო უფროსის სხვა და სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის;
- თბილ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე office@horizonsbatumi.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - აპარტ’ოტელის ადმინისტრატორი.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო
შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)
ნახვები 161
უნიკალური ნახვები 156