08 იან - 06 თებ
მომვლელი/ძიძა
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას შინ მოვლის პროგრამის მომვლელის/ძიძის პოზიციაზე.
„პირველი ნაბიჯი“ 25 წელზე მეტია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
მომვლელი/ძიძა შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე 6-18 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს.
შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში, ძიძა ზრუნავს ბენეფიციარის მოვლაზე და ამავე პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს შშმ ბავშვის სოციალურ ინტეგრაციას.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბავშვისადმი ღირსეული მოპყრობა და მისი უფლებების დაცვა
  • ბენეფიციარის ფიზიკური მოვლა (მათ შორის, ტუალეტისა და სხვა ჰიგიენური პროცედურებისას) და მასზე მეთვალყურეობა
  • საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარისთვის საკვების მომზადება და კვების პროცესში დახმარება;
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების (ფუნქციური) განვითარებაზე ზრუნვა
  • ბენეფიციარის ოჯახის მხარდაჭერა მოვლისა და ფუნქციური უნარების განვითარებაზე ზრუნვის საკითხებში
  • მულტიდისციპლინური გუნდის (ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი) წევრების მიერ, ბავშვთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულება;
  • თვეში ერთხელ, პროგრამის კოორდინატორის მიერ დაგეგმილ შეხვედრაზე სავალდებულო დასწრება
  • საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის მიერ დაგეგმილ ტრენინგზე დასწრება

ცოდნა, კვალიფიკაცია
  • ძიძად ან მომვლელად მუშაობის გამოცდილება (მძიმე და ღრმა ფიზიკური და გონებრივი შეზღუდული შესაძლებლოების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
  • მედპერსონალის დამხმარის, სანიტრის ან მედდის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები და თვისებები:
  • ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

შესარჩევი კადრების რაოდენობა: 1
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი (გრაფიკი შეთანხმებით).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 31 იანვარი.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სხვა
ძიძა
ნახვები 7
უნიკალური ნახვები 7