08 იან - 06 თებ
სტარტი
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: HR@nova.ge
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge )აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
- პოსტების თემატურად დამუშავება;
- სოციალური ქსელისთვის პოსტების, ქავერების დიზაინის შემუშავება;
- ვებ გვერდისათვის სარეკლამო გვერდისა და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება კომპანიის ბრენდბუქის შესაბამისად;
- გარე რეკლამის დიზაინის მომზადება;
- კატალოგების, ფლაერების, ბროშურების, ბანერების და სხვა სარეკლამო მასალის დიზაინის შექმნა-მომზადება დასაბეჭდად და საიმიჯო პარამეტრების კონტროლი დაბეჭდილ მასალაზე;
- მუშაობის პროცესში უზრუნველყოს ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება ;
- Adobe პროგრამების: Photoshop, Illustrator ცოდნა მაღალ დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:
ანაზღაურება - შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათი-პარასკევი)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 8 თებერვალი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ behance-ის ლინკი და CV ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „გრაფიკული დიზაინერი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, აღნიშნული ინფორმაცია მუშავდება და 3 წლის ვადით ინახება, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
ხელოვნება/მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები 15
უნიკალური ნახვები 15