08 იან - 06 თებ
სტანდარტი
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ქართული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: a.karkusashvili@ibg.ge
„იბერია ბიზნეს ჯგუფი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს, მარკეტინგული პროექტების მენეჯერი პოზიციაზე.
„იბერია ბიზნეს ჯგუფი”-ის ისტორია წარმატებული ბიზნესის 20 წელს ითვლის.
დღეს ჰოლდინგი ერთ-ერთი ლიდერია ქართულ საავტომობილო ბაზარზე.
წარმოადგენს ისეთ საავტომობილო ბრენდებს, როგორიცაა:
კია, მიცუბიში, აუდი, შკოდა, VW.
სამუშაო დრო – ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00;
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 84;
ძირითადი ფუნქციები/მოვალეობები:
- ინტეგრირებული მარკეტინგული სტრატეგიის, გეგმის და ტაქტიკების შემუშავება;
- სამიზნე ბაზრის მარკეტინგული კვლევა, კვლევის შედეგების ანალიზი და შესაბამისი გადაწყვეტილებების ინიცირება უშუალო ხელმძღვანელთან;
- მარკეტინგული ბაზრის, მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი;
- მომხმარებლის სამიზნე ჯგუფების მუდმივი ანალიზი და პერიოდული გადაფასება;
- ყველა სახის მარკეტინგული (სატელევიზიო, რადიო, ბეჭდური მედია, გარე რეკლამა, ციფრული და ა.შ) აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- სამიზნე ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების ანალიზი, შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა/ბიუჯეტირება, აღსრულების კოორდინირება და კონტროლი;
- კონტაქტების დამყარება სხვადასხვა მარკეტინგულ სააგენტოებთან, პროდუქციის დაკვეთა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- მომხმარებლის კმაყოფილების ზრდისთვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
- კომპანიის/ბრენდის იმიჯზე და ცნობადობაზე სისტემატიური მუშაობა;
- კომპანიის ვებ გვერდის და სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაციის მონიტორინგი;
- ციფრულ მედიაში სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, შედეგების ანალიზი და მონიტორინგი;
- მარკეტინგულ სააგენტოსთან აქტიური კომუნიკაციის წარმოება, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში, კონტნეტის შექმნაში მონაწილეობის მიღება, განსაზღვრული კონკეტნ კალენდრის შესრულების კონტროლი,მარკეტინგული სააგენტოს მიერ მიღებული რეპორტის დეტალური ანალიზი;
- კომპანიის ხელმძღვანელობასთან და სათაო ოფისთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბება, რეპორტინგი;
- SOP-ების გაწერის პროცესში თანამონაწილეობა;
- ბაზრის კვლევის კონტროლი; კომერციული დირექტორების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის ზედამხედველობა;.
- კონკურენტთა კვლევის მენეჯმენტი; გაყიდვების მენეჯერებისგან ყოველთვიური კვლევის მოთხოვნა;
- ივენთების დაგეგმვა და ხელმძღვანელობა: პროექტი, ბიუჯეტი , სხვადასხვა აქტოვობების დაგეგმვა,შესრულება. უკუათვლის კალენდრის აწყობა - პროექტის თასქების შესრულებსი მონიტორინგი და ექაუნთინგი ყველა საჭირო მხარესთან;
- production-ის პროცესებში ჩართულობა ლოჯისტიკის მიმართულებით;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგი);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
- სოციალური პლატფორმების და ვებ გვერდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- პროექტის დაგემგვის, კოორდინირების და მართვის უნარი;
- შემოქმედობითობა;
- იმპროვიზაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
- ინტერპერსონალური უნარები: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ნეთვორქინგი;
- მიზანსწრაფულობა და შედეგიანობა:
- დროის მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ, ჯანმრთელობის დაზღვევას, პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, პროფესიულ სასწავლო ტრენინგებში ჩართვის შესაძლებლობას და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე, ელექტრონულ მისამართზე - a.karkusashvili@ibg.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება - მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა - 08.02.2025 წ.
იბერია ბიზნეს ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
იბერია ბიზნეს ჯგუფ- ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "იბერია ბიზნეს ჯგუფი" - ს მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT პროექტების მენეჯმენტი
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტინგის მენეჯერი
ნახვები 46
უნიკალური ნახვები 45