08 იან - 06 თებ
სტანდარტი
მერჩენდაიზერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@psp.ge
შპს "პსპ ფარმა" აცხადებს მერჩენდაიზერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის მერჩბუკის შექმნაში მონაწილეობა - აფთიაქებში არსებული სადისპლეო და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, ფოტო რეპორტის შექმნა და საერთო ბაზაში შეყვანა;
- სააფთიაქო ქსელში თითოეული აფთიაქის სახელმძღვანელოს შექმნაში მონაწილეობა - არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების და პრომო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, მონიტორინგი და სახელმძღვანელოში ინფორმაციის განახლება;
- სააფთიაქო ქსელში არსებული თაროების, სადისპლეო ადგილების, პრომო ადგილების, POS მასალების და სხვა შიდა და გარე სარეკლამო-საკომუნიკაციო სივრცეების მონიტორინგი;
- სარეკლამო და POS მასალების მასალის განთავსება და განთავსების მონიტორინგი. აფთიაქში სარეკლამო მასალების არქონის ან არასწორად განლაგების შემთხვევაში, მასალების მიწოდება, განთავსება ან/და განახლება;
- პლანოგრამების და პროდუქტის განლაგების გეგმების გათვალისწინებით მერჩენდაიზინგის სოფტით მუშაობა - მონიტორინგი, რეპორტინგი და განლაგების კორექცია.
- აფთიაქების მერჩაუდიტი და დარღვევებზე რეაგირება; ცვლილებების შემთხვევაში პროდუქციის გადალაგება;
- წინადადებების მომზადება სააფთიაქო ავეჯში დამატებითი თაროებისა და სადისპლეო ადგილების შეტანის შესახებ;
- ახალ აფთიაქებში ფარმაცევტული და პარაფარმაცევტული პროდუქციის განთავსება თაროებზე;
- ახალი პროდუქციის დამატების შემთხვევაში, ადგილის მოძებნა და განთავსება;
- პორტფელში არსებულ აფთიაქებთან / აფთიაქის მენეჯერებთან ინფორმაციის მიმოცვლა მიმდინარე აქტივობების, განლაგებების, ცვლილებების და სხვა მერჩენდაიზინგთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1)
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა (B კატეგორია)
პიროვნული უნარ-ჩვევები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 24 იანვარი, 2025 წელი.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი
ნახვები 51
უნიკალური ნახვები 46