- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანია შპს „კამპა“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე.
შპს „კამპა“ არის სრულად ქართული ბრენდი, რომელიც 2008 წლიდან ამზადებს მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, კვირაშია არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: მზარდი კონკურენტული ანაზღაურება.
სამუშაო ადგილი: საგურამო
ძირითადი მოვალეობები:
- წარმოების პროცესის ზედამხედველობა;
- წარმოების პროცესის გამართულობის უზრუნველყოფა;
- არსებული გეგმის მიხედვით პროდუქტის წარმოების ორგანიზება;
- საწარმოო პროცესების პერსონალის სამუშაოს ორგანიზება;
- ცვლების გადაბარების პროცესის მონიტორინგი;
- წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის მონიტორინგი;
- წარმოების მიმდინარე პროცესის დროს ხარვეზების გამოვლენა, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და შესაბამისი რეაგირება;
- სმენის/ცვლის განმავლობაში წარმოებული პროდუქტის, გახარჯული ნედლეულის და სხვა განხორციელებული სამუშაოების აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალებში;
- წარმოების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საწარმოო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„კამპა“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის საშუალებას, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე და მოტივაციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე l.tserodze@campa.ge არაუგვიანეს 2025 წლის 09 თებერვლამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
კამპას გუნდი გისურვებთ წარმატებებს!