დღეს - 07 თებ
სტანდარტი
კონსულტანტი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- 900 - 1500
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@kenari.ge
კომპანია „კენარი“ აცხადებს ვაკანსიას სივრცის კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება
- მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
- მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
- თანამშრომლის ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე
- ახალი ცოდნის და გამოცდილების შეძენის შესაძლებლობას
- მუდმივ სწავლებას და პროფესიულ განვითარებას
- FitPass-ს
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე)
ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში 900 ლარი (დარიცხული). გამოსაცდელი ვადის შემდეგ - 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (დარიცხული).
კომპანია ‘’კენარის’’ მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@kenari.ge
გთხოვთ, "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ბათუმი სივრცის კონსულტანტი“
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების
დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 01 წლის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: *info@kenari.ge*
კომპანია „კენარი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 76
უნიკალური ნახვები 76