შემდეგი
დღეს - 01 თებ
ექთანი / საოპერაციო მედდა
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: modernoptics@hotmail.com
თვალის კლინიკა „ახალი მზერა" აცხადებს ექთნის/საოპერაციო მედდის ვაკანსიას
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- საექთნო საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით;
- საექთნო მანიპულაციების შესრულება;
- საოპერაციოდ ქირურგის ასისტირება;
- იარაღებისა და მასალის წინასასტერილიზაციო მომზადება;
- გამოყენებული ინსტრუმენტების რეცხვა/დეზინფექციისათვის მიღება/დათვლა და შესაბამის დოკუმენტებში აღრიცხვა და კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია საექთნო დიპლომი ან შესაბამის მიმართულებაზე სწავლა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- სწრაფი რეაგირების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
- სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- განვითარებისა და დაწინაურების შესაძლებლობას;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
- თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სერვისებით მგზავრობის 1 წლიან სამგზავრო ბარათს - შესწავლის პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე modernoptics@hotmail.com 2025 წლის 1 თებერვლამდე.
აუცილებელია სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება,
სამუშაო განაკვეთი – არასრული (კონკრეტულ დღეებში)
სამედიცინო
მედდა
ნახვები 2
უნიკალური ნახვები 2