შემდეგი
09 იან - 07 თებ
ლიზინგის რისკების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 3000 - 4000
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@glob.ge
გლობალ ავტო იმპორტი 2017 წლის ნოემბერში დაარსდა და უზრუნველყოფს ავტომობილების, მოტოციკლების, სპეც - ტექნიკის შეძენასა და ტრანსპორტირებას როგორც ამერიკის შეერთებული შტატების 9 პორტიდან, ასევე, ალიასკის, კანადისა და ჰონოლულუს პორტებიდან.
ჩვენ ვეძებთ ლიზინგის რიკების მენეჯერს, რომლის უფლება - მოვალეობებში შედის:
- მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შეფასება და ფინანსური რისკების ანალიზი.
- ლიზინგის პორტფელის მართვა და რისკების მონიტორინგი.
- რისკის მართვის პოლიტიკის შემუშავება და გაუმჯობესება.
- რისკის მინიმალიზაციის სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება.
- საკრედიტო ანალიზის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესებაზე მუშაობა.
- მოქმედი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა რისკების მართვის პროცესში.
საკვალიფიკაციო ცოდნა:
- მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება რისკების მართვის, კრედიტების ანალიზის სფეროში. საბანკო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
- ინგლისური B2 დონე.
- MS Office მაღალ დონეზე ცოდნა.
უნარები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდში მუშაობის უნარი.
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები.
შემოუერთდი გლობალის მუდმივად მზარდ გუნდს, ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, სადაც კვალიფიციური და კეთილგანწობილი ადამიანები დაგხვდებიან. ჩვენთვის მთავარი ღირებულება არის გუნდურობა, თანამშრომლების ზრდა და განვითარებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00
მდებარეობა: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 68-ე კმ.
ანაზღაურება: 3000 - 4000K (net) გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმეებს ველით მეილზე hr@glob.ge და გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ლიზინგის რისკების მენეჯერი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გისურვებთ წარმატებებს!
საბანკო
ლიზინგი
ნახვები 24
უნიკალური ნახვები 21