10 იან - 08 თებ
ვიპ
მონიტორინგისა და აუდიტის მენეჯერი
თბილისი, ფონიჭალა
- სრული განაკვეთი
- 2000 - 2500
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@autotechno.ge
შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები, ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები, ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, კომპანია ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებაზე ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე, "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
პოზიცია: მონიტორინგისა და აუდიტის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 2000-2500 (NET) + კვარტლური ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
კონკურსის ეტაპები:
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “მონიტორინგისა და აუდიტის მენეჯერი”
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

- კარიერულ წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ის თანადაფინანსებას;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კანონმდებლობის, შიდა რეგულაციების, სტანდარტებისა და პოლიტიკის დაცვა;
- ნორმებისა და წესების გადახედვა;
- ფინანსური და საოპერაციო მონაცემების სიზუსტისა და სანდოობის ანალიზი;
- მონაცემთა დაცულობის შეფასება;
- ორგანიზაციის საქმიანობაში პოტენციური რისკების იდენტიფიცირება;
- რისკების პრევენციისა და მართვის სტრატეგიების შემუშავება;
- საქმიანობის ეკონომიკურობის, პროდუქტიულობის და ოპტიმიზაციის გზების აღმოჩენა;
- ახალი ინიციატივების და მეთოდების დანერგვის რეკომენდაცია;
- ორგანიზაციის საქმიანობის მიუკერძოებელი და ობიექტური ანალიზი;
- შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების ნდობის გაზრდა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსური, ეკონომიკის ან/და აუდიტის მიმართულებით;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word).
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება შერჩევის ხელმძღვანელთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - “მონიტორინგისა და აუდიტის მენეჯერი”
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი
ნახვები 381
უნიკალური ნახვები 357